სტუ-ს ლექტორი მაია ბენია - ვერავინ დაგვიმტკიცა და ვერავითარი არგუმენტი ვერ მოგვიყვანა, რომ უნივერსიტეტების შერწყმა ნიშნავს გაუმჯობესებას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ბენია მიიჩნევს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანება დაუშვებელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაია ბენიამ თსუ-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განუცხადა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი თაობის მიერ სრულფასოვანი განათლების მიღებას ხელს შეუშლის.

"როგორ შეიძლება საინჟინრო კერა მოსპო, 104 წლის ისტორია დაამცირო და დააკნინო, ვითომ არც ყოფილა. ვის, რა უნდა შეუერთო, ასეთ ინსტიტუციებს დასავლეთში ელოლიავებიან, რადგან ეს არის ერის იდენტობა, ჩვენი სავიზიტო ბარათი. ქართველის საქმიანობა არის სიბრძნე და განათლება. განათლებით უნდა ვპოზიციონირებდეთ მსოფლიოში. აქ ქარხნებს ვერ ავაგუგუნებთ და ცოდნის ტრანსფერი უნდა გაკეთდეს. ორი კერა გაქვს ძირძველი, თავმოსაწონებელი და ადგილზე გააუმჯობესე მიზნების შესაბამისად და არა შერწყმით. ვერავინ დაგვიმტკიცა და ვერავითარი არგუმენტი ვერ მოგვიყვანა, რომ შერწყმა ნიშნავს გაუმჯობესებას",- განაცხადა მაია ბენიამ.

მისი თქმით, განათლების მინოსტრთან შეხვედრაზე ძალიან მწვავე დებატები იყო.

"ჩვენი მხარე უმტკიცებდა სამინისტროს, რატომ არის ეს შერწყმა არარელევანტური და რა საფრთხე დადგება, მაგრამ საპირწონედ ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რატომ იქნება ეფექტური, რომ რაიმე დოკუმენტზე პუნქტობრივად გვემსჯელა",-განაცხადა მაია ბენიამ.

ის ფიქრობს, რომ პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლება დროის საკითხია და ეს მათ აუცილებლად შეეხებათ.

"რეორგანიზაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ მათი 50% სახლში წავა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც 60 წელი იმსახურეს უნივერსიტეტში, დღეს ნორმალურ ქვეყანაში მათ ემერიტუსის წოდებას მიანიჭებდნენ და საპატიო მდგომარეობაში ჩააყენებდნენ და არა ასე, თავის მართლების რეჟიმში. გული მიკვდება ამ პროფესურას რომ ვუყურებ", - განაცხადა მაია ბენიამ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს