პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით მივიდა. მანამდე მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: "ცეცხლი ოლიგარქიას!".

მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე საპროტესტო ბანერები. პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება