NEXT-ი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა

საერთაშორისო დეველოპერული ბრენდი, NEXT-ი, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„NEXT-ის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა: Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts. ბრენდის მასშტაბი და კომპეტენცია აღიარებულია არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოთი, რაც ხაზს უსვამს მის წვლილს უძრავი ქონების სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ყოველი პროექტი მიზანმიმართულად არის დაგეგმილი გრძელვადიანი საინვესტიციო ღირებულების შესაქმნელად, განსაკუთრებული აქცენტი ტურისტულ და სწრაფად მზარდ ურბანულ ბაზრებზე კეთდება, სადაც პრემიუმ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. დღეს NEXT სამ კონტინენტზე, ექვს ქალაქში ოპერირებს და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ბიზნესასოციაციის ცნობით, NEXT-ის მიზანია, შექმნას მომავლის ქალაქები, სადაც ინოვაციური არქიტექტურა ბუნებრივად ერწყმის ადგილობრივ გარემოსა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

„საქართველოს ბიზნესასოციაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს წევრთა რიგებს შემოუერთდა საერთაშორისო მასშტაბის დეველოპერული ბრენდი NEXT-ი, რომელიც ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებაზეა ორიენტირებული. დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანიის გლობალური გამოცდილება და მაღალი სტანდარტები დადებით გავლენას მოახდენს სექტორის განვითარებაზე“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა