ირაკლი კირცხალია - სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად - ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ შეიძლება დედოფლობაც უნდოდა, დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად

სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად - ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ შეიძლება დედოფლობაც უნდოდა, დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად - რა კლინიკასთან გვაქვს საქმე ნამდვილად არ ვიცით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შეეხება თუ არა სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შესაძლოა, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

მისი თქმით, “ნურავის ნუ წაუცდება ექსტრემისტული განცხადება და მოწოდება, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ იქნება მიმართული”.

სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად. ღიმილისმომგვრელია და ძალიან არასერიოზულია ზურაბიშვილზე რაიმე კომენტარის გაკეთება, რადგან ქალბატონია, ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ შეიძლება დედოფლობაც უნდოდა, დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად. რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ნურავის ნუ წაუცდება ექსტრემისტული განცხადება და მოწოდება, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ იქნება მიმართული”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა