ირაკლი კირცხალია - სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად - ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ შეიძლება დედოფლობაც უნდოდა, დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად

სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად - ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ შეიძლება დედოფლობაც უნდოდა, დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად - რა კლინიკასთან გვაქვს საქმე ნამდვილად არ ვიცით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შეეხება თუ არა სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შესაძლოა, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

მისი თქმით, “ნურავის ნუ წაუცდება ექსტრემისტული განცხადება და მოწოდება, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ იქნება მიმართული”.

„სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად. ღიმილისმომგვრელია და ძალიან არასერიოზულია ზურაბიშვილზე რაიმე კომენტარის გაკეთება, რადგან ქალბატონია, ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ შეიძლება დედოფლობაც უნდოდა, დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად. რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ნურავის ნუ წაუცდება ექსტრემისტული განცხადება და მოწოდება, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ იქნება მიმართული”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა