სტუ-ს რექტორი - მინდა ვთქვა, რასაც 10 დღე ვამბობდი: ჩვენი ხელისუფლება, პრემიერის ხელმძღვანელობით, არის დემოკრატიული და არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მოისმინა სტუ-ის აკადემიური საბჭოს არგუმენტები და გაითვალისწინა როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე სტუდენტების მიერ წამოჭრილი საკითხები.

მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრა კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შედგა შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რომელიც ჰქონდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე, პრემიერმა გაითვალისწინა ყველა საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. შემდეგ გვქონდა მსჯელობა ჰუმანიტარულ პროგრამებზე. ჩვენ შეჯერებული ვიყავით, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში, შემდეგ კი გადავლენ თსუ-ში. მინდა ვთქვა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული და პროდუქტიული. რასაც 10 დღის განმავლობაში ვამბობდი, ჩვენი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას“,- განაცხადა რექტორმა.

რექტორმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ სტუ-ში ჰუმანიტარული მიმართულებები ყოველთვის არსებობდა და მათი არსებობა აუცილებელია საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრულფასოვანი განვითარებისათვის.

მისივე განცხადებით, კონკურსის წესით არჩეული პროფესორ-მასწავლებლები საქმიანობას გააგრძელებენ.

დავით გურგენიძის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამი ფაკულტეტი — სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტები, სადაც სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებებია წარმოდგენილი.

აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და ისინი ეტაპობრივად, ე.წ. მილევად რეჟიმში იმუშავებენ, შემდეგ კი თსუ-ში გადავა.

„სტუ-ი ყოველთვის იყო დიდი ტექნოლოგიური საინჟინრო სკოლა, როგორც პრემიერმა ბრძანა, მასში იქნება რეფორმისთვის ძალიან დიდი ინვესტიცია, ჩატარდება რეფორმა და ის ჩამოყალიბდება რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად.

მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულება. ასე რომ, პროფესორები, რომლებიც კონკურსებით არიან არჩეულები, მუშაობას გააგრძელებენ. ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი, ეს არის: სამართლისა და საერთაშორისო მიმართულების ფაკულტეტი, სოციალურ- მეცნიერების ფაკულტეტი და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. აქ არის სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ამაზე იქნება საუბარი, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში“, - განაცხადა რექტორმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა