ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე

სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე სომხეთში ინსტიტუციური რეფორმებისა და ამ სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

„ასევე, ხაზი გავუსვი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განვითარების მიზნით სომხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მზადყოფნა გამოვთქვით, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ხალხების საკეთილდღეოდ განვავითაროთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ასევე, ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა აშშ-სგან V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა.

„მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება სომხეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროებშიც. უპილოტო საფრენი აპარატები ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.