Reuters - აშშ ნატო-ს ორი სამეთაურო პუნქტის მართვას ევროპელებს გადააბარებს

აშშ ნატო-ს ორი სამეთაურო პუნქტის მართვას ევროპელებს გადააბარებს, - ინფორმაციას Reuters-ი სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ალიანსის სარდლობის საკადრო გადაადგილების ფარგლებში ევროპელი ოფიცრები ნეაპოლში მდებარე ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობას და ნორფოლკში მდებარე გაერთიანებული ძალების სარდლობას გადაიბარებენ, რომლებსაც ახლა ამერიკელი ადმირალები მართავენ.

ამასთან, წყაროს ინფორმაციით, გადანაწილების ფარგლებში აშშ მოკავშირეთა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სარდლობის მართვის პასუხისმგებლობას აიღებს.

ნატო-ს ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ „მოკავშირეები ნატო-ს სარდლობის სტრუქტურის ფარგლებში ოფიცრების პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და ევროპელი მოკავშირეები ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობაში უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა