მარკო რუბიო, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სლოვაკეთსა და უნგრეთში გაემგზავრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სლოვაკეთსა და უნგრეთში გაემგზავრება, - ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 13-15 თებერვალს გერმანიაში გაემგზავრება. შემდეგ, 15-16 თებერვალს, სახელმწიფო მდივანი რუბიო ბრატისლავას, სლოვაკეთს და ბუდაპეშტს, უნგრეთს ეწვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით ბრატისლავაში, სახელმწიფო მდივანი სლოვაკეთის მთავრობის წევრებს შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს რეგიონული უსაფრთხოების საერთო ინტერესებს, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ბირთვული ენერგიისა და ენერგიის დივერსიფიკაციის საკითხებში და მხარი დაუჭიროს სლოვაკეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და ნატო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანი უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ბუდაპეშტში ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანი უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გაამყაროს საერთო ორმხრივი და რეგიონული ინტერესები, მათ შორის ჩვენი ერთგულება გლობალური კონფლიქტების მოსაგვარებლად სამშვიდობო პროცესებისა და აშშ-უნგრეთის ენერგეტიკული პარტნიორობის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს