სერგეი ლავროვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ არ შეიძლება მიმდინარე მოვლენები დიდი აღფრთოვანებით აღვიქვათ, თითქოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელები და ვოლოდიმირ ზელენსკი თავიანთ ადგილებზე მოსვა და მათგან ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ეს ყველაფერი კარგია, თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა გვსურს, თუმცა ჯერ იქამდე არ მივსულვართ“, - განაცხადა ლავროვმა.

ასევე, მისი თქმით, „ბირთვული ენერგიის გლობალურ ბაზარზე რუსეთის წამყვანი პოზიცია ამერიკელებისთვის გამოწვევას წარმოადგენს და მათ ამის შეცვლა სურთ“.

„იმ ქვეყნებში, სადაც პროექტები და გამოცდილება გვაქვს, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ევროპის რიგ ქვეყნებში, ამერიკელები მუშაობენ იმისთვის, რომ მათი ეკონომიკა თავიანთ სტანდარტებს მოარგონ. ისინი ამას არც მალავენ. არაფერს ვამბობ სანქციებსა და ტარიფებზე, რომლებიც იმატებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ უსმენენ ამერიკელებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ითანამშრომლონ რუსეთის ფედერაციასთან”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს