იაპონური მედია - იაპონია უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ნატო-ს პროგრამას შეუერთდება

იაპონია უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ნატო-ს პროგრამას შეუერთდება, - ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK-ი ნატო-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნატო-ს მაღალჩინოსნებმა NHK-ის განუცხადეს, რომ იაპონიის მთავრობა უახლოეს მომავალში ოფიციალურად შეუერთდება ნატო-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმს, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს.

ოფიციალურ პირების ცნობით, იაპონია თანხებს მხოლოდ არალეტალური აღჭურვილობისთვის გამოყოფს, კერძოდ სარადარო სისტემებისთვის და ჯავშანჟილეტებისთვის.

იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილების შესახებ ნატო-ს რამდენიმე წევრ სახელმწიფოსა და უკრაინას უკვე აცნობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს