ფინანსური სტრატეგია, რომელიც უძრავი ქონების მფლობელს სტაბილურ მოგებას მოუტანს - რატომ ირჩევენ „ქრონომეტრს“ ლისის ტბის მიმდებარედ

დეველოპერულ ბაზარზე, სადაც მუდმივად მზარდი და მკაცრი კონკურენციაა, გადამწყვეტი ხშირად არა მხოლოდ არქიტექტურული გადაწყვეტილებებია, არამედ ის ფინანსური მოდელია, რომელიც შენობის საძირკველშივეა ჩადებული. სწორედ გათვლილი სტრატეგია განსაზღვრავს მშენებლობის სტაბილურობასა და მესაკუთრის გრძელვადიან მოგებას.

ამ კუთხით ბაზარზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კომპანია „ქრონომეტრი“, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მასშტაბურ მულტიფუნქციურ პროექტს ახორციელებს. კომპანიის ფინანსური მოდელი 20-წლიან სამშენებლო გამოცდილებასა და საბანკო სექტორის მაქსიმალურ მხარდაჭერას ეფუძნება.

„ქრონომეტრის“ ფინანსური დირექტორი, ლუკა მარგიანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანია, მყიდველმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს პირველივე ეტაპიდან:

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბინის ყიდვა სერიოზულ ფინანსურ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი საფასო პოლიტიკა მომხმარებლის მაქსიმალურ მოგებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, მაღალი თანამონაწილეობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს სოლიდურ ფასდაკლებას, რაც კვადრატულ მეტრზე 160$-მდე დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, პროექტის ღირებულება მშენებლობის პარალელურად იზრდება. ფასმა უკვე ორჯერ მოიმატა, შემდეგ მატებას კი გაზაფხულზე ველოდებით. ეს ნიშნავს, რომ ადრეულ ეტაპზე შესული მობინადრე მშენებლობის დასრულებამდე უკვე ფლობს აქტივს, რომლის საბაზრო ღირებულებაც მის პირველ შენატანს მნიშვნელოვნად აღემატება,“ - განმარტავს „ქრონომეტრის“ ფინანსური დირექტორი.

ზოგადად, მშენებარე ბინის შეძენისას მომხმარებლისთვის მთავარი კითხვა ინვესტიციის დაცულობას ეხება.

„ქრონომეტრის“ შემთხვევაში, მშენებლობის პროცესი სრულად დაზღვეულია გაყიდვების ტემპის ცვლილებისგან. გარანტიას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

  • სრული საბანკო დაფინანსება - პროექტი დაფინანსებულია „საქართველოს ბანკის“ მიერ. ეს კი ნიშნავს, რომ მშენებლობის ხარჯები წინასწარ დამტკიცებული სასესხო ლიმიტით სრულად არის დაფარული.
  • გამოცდილება - კომპანიას 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

„ჩვენმა პარტნიორმა, „საქართველოს ბანკმა“, პროექტი დააფინანსა მაშინ, როცა წამყვან ბანკებს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა შემცირებული ჰქონდათ. როცა ბანკი ასეთ ნდობას გიცხადებს, ეს ნიშნავს, რომ შენი ფინანსური მოდელი კითხვის ნიშნებს არ ბადებს,“ — აღნიშნავს ლუკა მარგიანი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულებას განსაზღვრავს, ხარისხია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის მიუხედავად, „ქრონომეტრი“ ხარისხის სტანდარტის დაწევას არ განიხილავს. ეს რისკები მოდელში წინასწარაა გათვლილი და ხარჯების მატება კომპანიის მარჟის შემცირებისა და გეგმური საფასო პოლიტიკის ხარჯზე ბალანსდება. ამასთანავე, პროცესის გამჭვირვალობისთვის, კომპანია ყოველთვიურად აქვეყნებს შესრულებული სამუშაოების დეტალურ ანგარიშს ფოტო და ვიდეო მასალასთან ერთად.

უძრავი ქონების არჩევისას მყიდველ ყოველთვის ინტერესდება გადახდის პირობებით. „ქრონომეტრში“ ცდილობენ, გადახდის გრაფიკი მაქსიმალურად მოარგონ კლიენტის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მთავარი პირობა მშენებლობის დასრულებამდე ღირებულების 30%-ის დაფარვაა, რისთვისაც შიდა განვადებაა ხელმისაწვდომი.

„ქრონომეტრის“ პროექტი ლისზე მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის - ის მოიცავს შიდა აუზს, სპორტდარბაზს, სამუშაო და კომერციულ სივრცეებს. სწორედ ეს მულტიფუნქციურობა გახლავთ მთავარი გარანტია იმისა, რომ უძრავი ქონების ფასი წლების შემდეგაც სტაბილური და რაც მთავარია, მზარდი იქნება.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე