ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - ჩინეთი მზადაა საავიაციო საწვავის დეფიციტის ფონზე კუბას დაეხმაროს

ჩინეთი მზადაა საავიაციო საწვავის დეფიციტის ფონზე კუბას დაეხმაროს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლინ ძიანმა განაცხადა.

„ჩინეთი კუბას ეროვნულ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას მხარს უჭერს და უცხოურ ჩარევას ეწინააღმდეგება. ჩვენ კუბას მხარდაჭერასა და დახმარებას ყოველთვის აღმოვუჩენთ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „საშიშ და უჩვეულო საფრთხედ“ გამოაცხადა და ვენესუელიდან კუბაზე ნავთობის ექსპორტი აკრძალა. ამასთან, ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან, ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

ორშაბათს, კუბის საავიაციო ორგანომ განაცხადა, რომ აშშ-ის ბლოკადის გამო ქვეყანაში საავიაციო საწვავის მარაგი ამოიწურა და საერთაშორისო ავიაკომპანიებს ამის შესახებ უკვე აცნობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს