შაბათს, 14 თებერვალს, დედაქალაქში მარში - „ფასები გვახრჩობს“ გაიმართება

შაბათს, 14 თებერვალს, დედაქალაქში მარში - „ფასები გვახრჩობს“ გაიმართება. როგორც საჯარო მმართველობის სპეციალისტი, დათო გუნაშვილი აღნიშნავს, 14 თებერვალს ერთად უნდა აჩვენონ რეჟიმს, რომ არასოდეს შეეგუებიან თანამოქალაქეების მიზანმიმართულ ჩაგვრას და გაღატაკების პერსპექტივას.

ბიძინა ივანიშვილი და მის მსახურებაში მყოფი არალეგიტიმური რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი სახელმწიფო მეთოდურად და მიზანმიმართულად ცდილობს ქართველი ხალხი ტოტალური კონტროლის პირობებში აცხოვროს.

ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად რეჟიმის მიერ ხორციელდება ჩვენი ქვეყნის განვითარებული სამყაროსგან სრული იზოლაციისა და მოსახლეობის გაღატაკებისკენ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკა, რათა საკუთარი თავის და შვილების ლუკმაპურის შოვნით გატანჯული ადამიანები ვერასოდეს ახერხებდნენ სხვა რამეზე ფიქრსა და ზრუნვას.

ადამიანების ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვასთან ერთად, ამ რეჟიმის მმართველობის პირობებში, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა უკვე იმყოფება აუტანელი სიდუხჭირის ზღვარზე.

ამავე დროს, რეჟიმი შეურაცხმყოფლად, აბუჩად იგდებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მათი ელიტური კორუფციული სქემებით არ იკვებება.

რეჟიმი, კობახიძის მეთაურობით, წარმართავს უტიფარ ტყუილებზე დაფუძნებულ კამპანიას და ცდილობს ამ საყოველთაოდ საზიანო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს და შექმნას ილუზია, თითქოს მაღალი ფასების პრობლემა ბიზნესის და მხოლოდ უზნეო ფასნამატის შედეგია.

ჩვენს ქვეყანაში ფასები ახრჩობს სტუდენტებს, მშობლებს, ბავშვებს, მოხუცებულებს თუ სოციალურად დაუცველი ადამიანების მთელს არმიას და ეს ყველაფერი სულ უფრო უარესდება.

ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ 14 თებერვალს, შაბათის მარშზე და ერთად ვანახოთ რეჟიმს, რომ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების და თანამოქალაქეების მიზანმიმართულ ჩაგვრას და გაღატაკების პერსპექტივას“, - აღნიშნავს დათო გუნაშვილი.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში