სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც ნატო-ს არგაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესი აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც საჯაროდ აღიარა რუსეთის ინტერესი ნატო-ს არგაფართოებასთან დაკავშირებით, ეს უზარმაზარი ნაბიჯია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„არაერთხელ გვითქვამს: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ აღიარა ჩვენი ინტერესი ნატო-ს არგაფართოებასთან დაკავშირებით. ეს უზარმაზარი ნაბიჯია. არცერთ სხვა დასავლელ ლიდერს ეს არ უთქვამს და მან კი არაერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის ძირითადი მიზეზები არ გაქრება, თუ ისინი სამშვიდობო შეთანხმებაში არ იქნება გათვალისწინებული. ლავროვის მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის მოსკოვის პოზიცია და ამისთვის მზადაა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ თუ მის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს განახორციელებენ, მიიღებენ პასუხს, რომელიც მათთვის მიუღებელი იქნება.

„როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებები სტრატეგიული სტაბილურობის, შეიარაღების კონტროლის ან უსაფრთხოების სფეროებში, ვისთანაც არ უნდა იყოს ხელი მოწერილია ასეთ ხელშეკრულებებზე, ჩვენი მთავარი მოკავშირეები კვლავ არმია, საზღვაო ფლოტი და ახლა უკვე კოსმოსური ძალები არიან. სწორედ მათ დავეყრდნობით, დარწმუნებულები ვართ ჩვენი შესაბამისი სისტემების მდგომარეობაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს აბსოლუტურად საიმედოდ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ თუ შეეცდებიან რაიმე აგრესიული ქმედებების განხორციელებას ან ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას, მათ შეიძლება მიიღონ პასუხი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება მათთვის. ეს არის ბირთვული შეკავების საფუძვლები, რომელიც ყოველთვის არსებობდა“, - განაცხადა ლავროვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა