რომის პაპმა უკრაინაში გენერატორები და მედიკამენტები გაგზავნა

რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინაში, ძლიერი ყინვის ფონზე მოქალაქეების დასახმარებლად, 80 გენერატორი გაგზავნა, - ინფორმაციას მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რომში მდებარე წმინდა სოფიას ბაზილიკიდან სამი სატვირთო მანქანა გავიდა და კიევში, დანიშნულების ადგილამდე, უკვე მიაღწია.

ასევე, უკრაინაში ათასობით მედიკამენტი გაიგზავნა, მათ შორის ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დანამატები და მელატონინი.

ვატიკანის ცნობით, მედიკამენტებისა და საკვების კიდევ ერთი პარტიის გასაგზავნად მზადება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რუსეთი, უკრაინაში ტემპერატურის მკვეთრი დაცემის ფონზე, უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს ახორციელებს, რის გამოც უამრავი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა