Reuters - ფრიდრიხ მერცი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ფრიდრიხ მერცი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პარასკევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვა.

„კანცლერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ არის მათ შორის, ვინც თვლის, რომ ჩვენ აშშ-ზე უარი უნდა ვთქვათ. ველი, რომ სიტყვით გამოსვლისას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში წინსვლის გზას ჩამოაყალიბებს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

ფრიდრიხ მერცი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იისაც შეხვდება.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება. კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა