ნიკა გვარამია - ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არაფერი წერია, X,Y და Z-ებია  საქმეში და თავი როგორ უნდა ამოვიცნო? - ამდენუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ?

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არაფერი წერია - 2 წინადადებით წერია პოლიციელების ჩვენებაში : "5-6 კაცი იდგა, მათ შორის ერთ-ერთი მგონი, ეგ იყო და საუბრობდნენ, მაგრამ რაზე საუბრობდნენ, არ ვიცი, არ მესმოდაო” - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ოპოზიციონერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი სისხლის სამართლებრივი საქმე მრავალუცნობიანი განტოლებაა.

"ბრალის დადგენილებაში - იმან ეს ქნა, ამან ეს ქნაც" - კი არ წერია. მოყვანილია სისხლის სამართლის ფორმა, ჩამოთვლილია მტკიცებულებების სახეობები. ჩემი ბრალის საქმეში, ჩემზე არაფერი წერია - არაფერი. ორი წინადადებით წერია ჩემზე, პოლიციელების ჩვენებაში, რომ „5-6 კაცი იდგა, მათ შორის ერთ-ერთი მგონი, ეგ იყო და საუბრობდნენ, მაგრამ რაზე საუბრობდნენ, არ ვიცი, არ მესმოდაო". ამ ამდენუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ? ამაზე ქვემოთ რა ტივტივებს?

X,Y და Z-ებია საქმეში და ჩემი თავი როგორ უნდა ამოვიცნო? იქნებ რას ვამბობ, იქნებ უარვყოფ, რომ იქ ვიყავი, იქნებ იმ დროს თბილისში არ ვიყავი, ამიტომ არ წერია რიცხვი, რომ არ ააცილოთ. რა მარტივი გამოსავალი გიპოვიათ. უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს პოლიციელები ბუნებაში არსებობენ. ამის გარდა კი დანარჩენი ყველაფერი მოსაზრებებია, რომელიც ჩემი ბრალის წინაპირობას წარმოშობს. ფრაზაც არ წერია სად და როდის ვიდექი. საქმე რომ მოსამართლემ არსებით განსახილველად გადასცეს, ეს როგორ უნდა დაასაბუთოს, როდესაც ადამიანი საქმეში ნახსენები არ არის. ან აქ რატომ ვართ და რა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ავტომატით ხომ არ დავდევდით ვინმეს? ავტომატით ბადრის [ჯაფარიძე] რომ დასდევდნენ და ლაკასაც [ელენე ხოშტარი] ვიცი, ჩემს მშობლებსაც.

ეს ის შემთხვევაა, რომელიც ნაღდად არ მინახავს. ჩვეულებრივი განტოლებაა.

ქვეყანაში საოცრება ხდება და პრემიერი კვერცხის ფასს იხილავს. კვერცხამდე ჩამოკვერცხდა. დავით აღმაშენებელიც რომ ვახსენო, ამ საქმესთან შემხებლობაში იქნება.

თქვენ [პროკურორებს] პატარა სოფელს ირჩევთ, „ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე“-ს ნაცვლად, მაგრამ ყველა დანარჩენს სხვა რაიმე გვაქვს არჩეული.

ეს საქმე საქართველოს პროკურატურისთვისაც ნამეტანია. ეს არა კითხვადი ტექსტია. წაკითხულის შინაარსი დაწერეო რომ მითხრან, ვერ დავწერ",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე