ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევთან შეხვედრას მართავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სომხეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც მას ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დახვდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯეი დი ვენსსა და ალიევს შორის შეზღუდული ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ჯეი დი ვენსი სომხეთში 9 თებერვალს ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა