გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა გალტ & თაგარტმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. ფორუმი 7 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და მას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ესწრებოდნენ.

ფორუმზე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ პრეზენტაცია გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარვადგინეთ და მონაწილეებს ეკონომიკაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციები გავაცანით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს, საინვესტიციო გარემოსა და იმ სექტორულ ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უძრავი ქონების ბაზარზე. საერთაშორისო ინვესტორებს გავაცანით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები და ის პოტენციალი რაც ამ სექტორში არის“,-განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა