თბილისში წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, Aqualia-სა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით, წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები.

ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე. გამოსვლებში ხაზი გაესვა წყლის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის კონტექსტში.

„ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ წყლის სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებზე, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკასა და მართვის მომავალ ხედვაზე, წყლის პოლიტიკისა და რეგულირების არქიტექტურაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, სატარიფო სისტემების გლობალურ მოდელებსა და ადგილობრივ რეალობაზე, ასევე საქართველოში საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის როლს მდგრადი სისტემების ჩამოსაყალიბებლად.

ფორუმის ფარგლებში წყალი განიხილება არა მხოლოდ როგორც კომუნალური სერვისი, არამედ როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გრძელვადიანი მდგრადობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი.

ღონისძიების ფარგლებში იმსჯელებენ საქართველოს პოტენციალზე, ჩამოყალიბდეს რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ჰაბად წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორობის ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველომ შეასრულოს საკვანძო როლი რეგიონში წყლის სექტორის განვითარების დღის წესრიგის ფორმირებაში.

ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინვესტიციებსა და სოციალური სამართლიანობის ბალანსს, როგორც წყლის სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის აუცილებელ პირობას. განიხილება ისეთი მიდგომები, რომლებიც ერთი მხრივ იცავს მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ ქმნის რესურსს ინფრასტრუქტურის განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგი ქმნის შესაძლებლობას წყლის სექტორში რეფორმების გაძლიერებისთვის, ინვესტიციების წახალისებისა და გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", Aqualia და პარტნიორი ორგანიზაციები აცხადებენ მზადყოფნას, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა წყლის მართვის თანამედროვე, ეფექტიანი და მაღალი სტანდარტების მქონე მოდელის განვითარებისთვის საქართველოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე