ჯეი დი ვენსი - კეთილდღეობას შევქმნით იქ, სადაც მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო - აშშ-სა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა

აშშ-სა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს “ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ”.

“შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა. ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით”, - განაცხადა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) უკვე მოქმედებს და დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის აზერბაიჯანისთვის ბუნებრივი რესურსების ექსპორტს გაამარტივებს.

ვენსის თქმით, ეს იმპულს შექმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობისთვის.

“ერთ-ერთი უდიდესი რამ, რასაც კონფლიქტებისა და ომების აღკვეთა შეუძლია, ორი ერის ერთად მუშაობაა უფრო დიდი კეთილდღეობის მისაღწევად. მშვიდობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის წყალობით დამყარდა. ერთობლივი ძალისხმევების შედეგად მშვიდობა შეიქმნა იქ, სადაც აქამდე ომი იყო. მომავალში, კეთილდღეობას შევქმნით იქ, სადაც აქამდე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო”, - განაცხადა ვენსმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა