შალვა პაპუაშვილი - ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ ასე არ არის, პირიქით - თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს, მისი გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა მოხდეს

ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - მისი გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ფასების რეგულირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალ ბაზარს აქვს ხარვეზები და სახელმწიფოს სწორედ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს.

„ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - სახელმწიფოს სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს. ვხედავთ, რომ თავისუფალი ბაზრის გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა იყოს. ესეც თავისუფალ ბაზარში ხდება ხოლმე და ამას სახელმწიფო სჭირდება, რომ ეს ხარვეზები გამოავლინოს და შეასწოროს. ამაში არის ჩვენი ამოცანა - იქნება ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო, ჩართული იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლები და საექსპერტო მოსაზრებებსაც მოვისმენთ. ყველა, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას - რა გზით ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს