შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის წევრებზე - როცა კრიტიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც სკანდალის ნაწილი არიან, ერთადერთი პასუხია: ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!

ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს! ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა.

პაპუაშვილის აზრით, „ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და კომისიის რამდენიმე ლიდერი ამ დღის წესრიგს მიჰყვება“.

„ეპშტეინის კუნძულის სკანდალის ფონზე, ვხედავთ, ერთი მეორის მიყოლებით მაღალი თანამდებობის პირების, დიპლომატების გადადგომებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. როცა კრიტიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, ერთადერთი პასუხი, რაც გვიჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!

ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ. ეს უკვე ცივილიზაციური უფსკრული აღარ არის. ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა, ელიტის დიდი ნაწილი თუ ელიტის მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული. ვნახეთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი სწორედ იმის გამო გადააყენეს, რომ მასაც რაღაც კონტაქტები ჰქონდა და მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული ადამიანი, ვინც ეპშტეინის ფაილებში იძებნება.

ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, რასაც ჩვენ ვაკვირდებით განსაკუთრებით ევროპაში, არამედ ეს უკვე ადამიანური უფსკრულია, საიდანაც შემდეგ გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით.

ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რა განცხადებებს ელოდება ჰელსინკის კომისიის დღევანდელი ბრიფინგიდან "ქართული ოცნება", პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა: "მაინტერესებს, როცა ჰელსინკის კომისიაში ლორა თორტონი გამოცხადდება, კვლავ გაიმეორებს თუ არა მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი სექსუალური მოძალადეა?"

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია დღეს ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების“ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის.

შეგახსენებთ იმასაც რომ, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი