„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

„უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმმა ინვესტორებთან თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი“ - ასე აფასებენ ორგანიზატორები გასულ შაბათ-კვირას გამართულ ბიზნეს ფორუმს.

სამდღიან ღონისძიებას, რომელიც „გრანდ ავენიუზე“ გაიხსნა, საერთაშორისო ბიზნეს წრეების მხრიდან მაღალი ინტერესი მოჰყვა. ფორუმის საშუალებით, ადგილობრივმა კომპანიებმა უცხოელ პარტნიორებს ადგილობრივი ბაზრის მზარდი შესაძლებლობები და საკუთარი დეველოპერული პროექტები წარუდგინეს.

ფორუმში მონაწილეობდა 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების სააგენტო ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ღონისძიებას სპეციალური ვიზიტით ათამდე საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებდა.

პროექტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და წამყვანი დეველოპერების - არქის, ნექსთის, ბიოგრაფისა და Invest Georgia UAE- - ორგანიზებით განხორციელდა. ფორუმში მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი პირები. შეხვედრების მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზება და საერთაშორისო ფინანსური რესურსების ქართულ კომპანიებთან დაკავშირება გახდა.

ფორუმის ფარგლებში Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები მიმოიხილა, TBC Capital-მა კი უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარადგინა. გაიმართა პანელური დისკუსია არქის, ბიოგრაფისა და ნექსთის მონაწილეობით. ასევე, კომპანიებმა სტუმრებს საინვესტიციო პროექტები გააცნეს; მათ შორის, დაათვალიერეს არქის მასშტაბური პროექტი სიონის ტბაზე - Le Meridien Sioni Lake Resort & Spa.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი