ნინო წილოსანი - აშშ-ში მამუკა მდინარაძის ვიზიტი არ ეხებოდა კერძო საკითხებს, ის სრულად სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა - სურვილია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვა და ამ ურთიერთობების ისეთ ხარისხში აყვანა, როგორიც გვქონდა

აშშ-ში მამუკა მდინარაძის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო - სურვილია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვა და ამ ურთიერთობების ისეთ ხარისხში აყვანა, როგორიც გვქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სუს-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა ყველა იმ საჭირო საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის არის მნიშვნელობანი.

„აშშ-ში მამუკა მდინარაძის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ვხედავთ არაერთ საინტერესო იმპულსს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან. სურვილია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვა და ამ ურთიერთობების ისეთ ხარისხში აყვანა, როგორიც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, სუს-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა ყველა იმ საჭირო საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის არის მნიშვნელობანი. ასევე, აუცილებლად ისაუბრა უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომელშიც საქართველო ერთ-ერთი წამყვანია - ვგულისხმობ გლობალურ გამოწვევებს უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც სუს-ი და საპოლიციო სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს სახ. დეპის არაერთ ანგარიშშია აღიარებული, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს”, - განაცხადა წილოსანმა

ამასთან, კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა მამუკა მდინარაძის შეხვედრა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქციების საკითხს, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს სპეკულაციაა და მამუკა მდინარაძის შეხვედრა სრულიად სახელმწიფო საკითხებს შეეხებოდა.

„თქვენი კითხვა სრულად სპეკულაციურია. მამუკა მდინარაძე არის სახელმწიფო მოხელე და მისი შეხვედრა სრულად სახელმწიფო საკითხებს ეხებოდა. არცერთ კერძო საკითხს მამუკა მდინარაძის იქ ვიზიტი არ ეხებოდა. გარწმუნებთ, რომ ის სრულად სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა”, - განაცხადა ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი