დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თეიმურაზ კუპატაძეს გიორგი ალადაშვილი შეცვლის, კუპატაძე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იქნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა.

გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი