რევაზ ვაშაკიძე - ჩინეთიდან შემოვიდა დიდი რაოდენობით ქათმის მკერდის ხორცი ძალიან დაბალ ფასად, დაახლოებით, 4 ლარად - ქათმის დაახლოებით, მესამედი წონით ქათმის მკერდის ხორცია, შესაბამისად, ჩვენ აქ გაგვიჩნდა დიდი პრობლემა

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. კვოტირების საკითხის - სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს, რამდენ ქათამს ვაწარმოებთ და რამდენია ჩვენი ვალდებულება - ვთვლი, რომ კვოტირება კვერცხზეც უნდა გავრცელდეს, - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ პარლამენტის დროებით კომისიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კვოტირების შემოღებით, შესაძლოა, საკითხის გადაწყვეტა მოხდეს.

„ჩინეთიდან შემოვიდა დიდი რაოდენობით მკერდის ხორცი ძალიან დაბალ ფასად, დაახლოებით, 4 ლარად. ქათმის დაახლოებით, მესამედი არის წონით ქათმის მკერდის ხორცი, შესაბამისად, ჩვენ აქ გაგვიჩნდა დიდი პრობლემა. პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ დავიწყეთ ექსპორტი სომხეთში, აზერბაიჯანში, იმიტომ რომ იქ შეზღუდულია, ჩინური პროდუქცია ასე ადვილად არ შედის. ჩვენი მომხმარებლის თვალსაზრისით, იყოს კვოტირების საკითხი დასმული და ჩვენმა სახელმწიფომ შეიძლება დასვას საკითხი ფასის ლიმიტებთან დაკავშირებით. თუ კვოტირება არ არის ზოგადად, წარმოების საკითხი რთულია ჩვენთვის...

ჩვენთვის მთავარია რომ ბევრი პროდუქცია ვაწარმოოთ. წინა წელს ჩვენ ქათმის ხორცს ვაწვდიდით აზერბაიჯანს. აზერბაიჯანში ეს ხორცი მიდიოდა ჯარში. ჩვენთან ეს პრობლემა ვერ გადავწყვიტეთ. ჩვენთან კიდევ ბევრია საბავშვო ბაღები, ციხეები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა პროდუქტებს“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები