ფასებთან დაკავშირებით შექმნილი დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მწარმოებლებთან შეხვედრისას 5 ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა

ფასებთან დაკავშირებით შექმნილი დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებლებთან შეხვედრისას ხუთი ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა.

სხდომის დასასრულს ბერეკაშვილმა შემდეგ ხუთ საკითხზე ისაუბრა.

„პირველი - წარმოების ნაწილში აღმოჩნდა, რომ მწარმოებელი დიდწილად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რომელიც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის.

მეორე - ასევე არსებობს პრობლემა საოპერაციო ხარჯის ნაწილში. განსაკუთრებით დიდი წილი ე.წ. გაყიდვების და მარკეტის ხარჯს ეთმობა, რომელიც შედგება „ქეშბექებისგან“, მაღაზიაში შესვლისა და თაროს გადასახადისგან. ეს პროდუქციას მნიშვნელოვნად აძვირებს.

მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ის, რომ ურთიერთობების ჯაჭვში მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს შორის ასიმეტრიული ურთიერთობა არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა რგოლს უფრო კომერციულ ურთიერთობებში მეტი პირობების დაყენება შეუძლია.

პრობლემად გამოვლინდა ნაშთების მართვა - ნაშთების მართვის ოპტიმიზაცია საშუალებას მოგცემთ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოთ.

მეხუთე კატეგორიის პრობლემაა სამუშაო კაპიტალი, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები, როცა ღირებულება პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება და ესეც დამატებით წნეხს ქმნის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტის დროებითმა კომისიამ დღეს ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებს მოუსმინა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები