Reuters - ევროსაბჭომ ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჯეფრი ეპშტეინთან შესაძლო კავშირების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფონზე იმუნიტეტი მოუხსნა

ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ მხარი დაუჭირა ყოფილი გენერალური მდივნისთვის ნორვეგიელი ტორბიორნ იაგლანდისთვის დიპლომატიური იმუნიტეტის მოხსნას, რაც პოლიციას საშუალებას მისცემს ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირები გამოიძიოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს იმ ფონზე ხდება, როცა ნორვეგიის კრიმინალურმა პოლიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ტორბიორნ იაგლანდის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი, გამოძიება დაიწყო.

იაგლანდისთვის, ჯერჯერობით, არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ, თუმცა გამოძიება ეცდება დაადგინოს, მიიღო თუ არა საჩუქრები, მგზავრობის საშუალება და სესხები მის თანამდებობასთან დაკავშირებით.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის რანგში არჩეული იაგლანდი დაარღვევდა მის თანამდებობასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ ნდობას, თუ ის ქრთამს იღებდა“, - აღნიშნულია ნორვეგიის პოლიციის მიერ 8 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელშიც საბჭოს იმუნიტეტის მოხსნას სთხოვენ.

ეპშტეინის საქმის გამოქვეყნებული ფაილები სხვა ფაქტებთან ერთად აჩვენებს, რომ იაგლანდმა და ეპშტეინის თანაშემწეებმა 2014 წელს დეტალური გეგმები შეადგინეს იაგლანდის, მისი მეუღლის, ორი შვილისა და შვილის შეყვარებულის ეპშტეინთან ვიზიტისთვის პალმ-ბიჩსა და მის საკუთრებაში არსებულ კარიბის ზღვის კუნძულზე.

იაგლანდის ადვოკატმა ანდერს ბროსვიტმა განაცხადა, რომ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და იაგლანდი ითანამშრომლებს გამოძიებასთან ყველა საკითხის გასარკვევად.

„ის ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება, მაგრამ სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მისი აზრით, არ არსებობს გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ბროსვიტის განცხადებაში.

გამოძიების ჩასატარებლად აუცილებელი იყო იაგლანდისთვის იმუნიტეტის მოხსნა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ამის გაკეთება სთხოვეს.

ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ეპშტეინის კერძო კუნძულზე სტუმრობის ფაქტს უარყოფს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები