პროკურატურა - წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე ექვსი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრი ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, სადაც მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ, აფასებდნენ მათ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ შორის მათ თანხის გადახდას აკისრებდნენ.

„ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვა) წარუდგინა.

სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს 8 წლით, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორ ბრალდებულს 4-4 წლით, ხოლო ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვისთვის ორ ბრალდებულს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ