კაია კალასი ყულევის პორტთან დაკავშირებულ კითხვაზე - სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ  მიმდინარეობს - ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული

კომენტარს არ გავაკეთებ კონკრეტულ წინადადებებზე, ვინაიდან, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული - არაფერია შეთანხმებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

კალასის პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, მოხვდება თუ არა საქართველოში მდებარე ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში.

“სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბევრი წინადადება გავაკეთეთ და ასევე, მოველი, რომ “დიდ შვიდეულში” გვექნება საუბარი საზღვაო სერვისების აკრძალვაზე.

ასე რომ, კომენტარს არ გავაკეთებ კონკრეტულ წინადადებებზე, ვინაიდან, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული - არაფერია შეთანხმებული”, - განაცხადა კალასმა.

შეგახსენებთ, Sky News-მა და რამდენიმე საერთაშორისო გამოცემამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს მოიცავს. პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე. ასევე, ევროკავშირის სანქციების პაკეტში დამატებით რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 42 ნავთობტანკერი შევა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში