დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი - ბრალდებულის ოჯახის წევრების შეფასება სუბიექტურია, რაც ემოციებითაა მართული, ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია შესაძლებელია - გამორიცხული არ არის, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

ბრალდებულის ოჯახის წევრების და უახლოესი ადამიანების შეფასება არის სუბიექტური, რაც ძირითადად ემოციებითაა მართული. თუ ობიექტურად შევხედავთ და გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ამ ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია შესაძლებელია, - ამის შესახებ განაცხადა მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რომელთაც ბრალდება დაუმძიმდათ და ძალადობის ოთხ სხვადასხვა ეპიზოდზეც წარედგინათ ბრალი.

პროკურორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გარდა არსებობს ათეულობით მოწმე, რომელიც ძალადობის თითოეულ ეპიზოდს ადასტურებს.

„ამ ვიდეოჩანაწერების გარდა, ასეულობით მოწმე გვყავს გამოკითხული საქმეში და თითოეული ძალადობის ეპიზოდს ათეულობით მოწმე ადასტურებს. ასე რომ, ვიდეოჩანაწერების გარდა სხვა კიდევ მრავალი მტკიცებულება [არსებობს]. ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დანიშნული იყო და მიღებული გვაქვს ფონო და ჰაპიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. ამ ექსპერტიზის დასკვნებითაც ცალსახად დადგინდა, რომ ვიდეოკადრებში სწორედ ის ბრალდებულები მონაწილეობდნენ, რომელთა დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვასაც ცდილობენ მათი ოჯახის წევრები განცხადებებით“, - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

ამასთან, პროკურორის თქმით, ვიდეოჩანაწერებში არსებული სხვა ადამიანებიც არიან იდენტიფიცირებული და გამორიცხული არ არის, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

„გიდასტურებთ, რომ კადრებში გარდა იმ ბრალდებულებისა, რომელთა პროცესზეც დღეს შევიკრიბეთ, იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სხვა პირები. პირთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, ისინი მოწმის სახით არიან გამოკითხული. ნაწილი მათგანი აღიარებს კიდეც, ფაქტში მონაწილეობას ადასტურებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ისინი ჯერჯერობით მოწმის სტატუსით არიან, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“, - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

ინფორმაციისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის ოთხ სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ