ლორა თორნტონი - ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა - ფატალური ნაკლი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია

ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლის“ ნიშნები დიდი ხნის წინ გაჩნდა.

“ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძალიან ახალი და სწრაფია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა.

პირველ რიგში, ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია. ის პიროვნება და საფულეა, რომელიც “ქართული ოცნების” შექმნის უკან დგას და მისი პირველი პრემიერ-მინისტრი იყო. ივანიშვილი არასდროს იყო დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან, რომელმაც ის გაამდიდრა.

მეორე რიგში, [“ქართული ოცნების”] ფართო კოალიციამ ჩამოშლა ათი წლის წინ, 2015 წელს დაიწყო, როდესაც უფრო პრო-დემოკრატიულმა და პრო-დასავლურმა პარტიებმა გამოცალკევება დაიწყეს.

მესამე რიგში, თითქმის დაუყოვნებლივ დავიწყეთ არალიბერალური გრავიტაციის დანახვა, რომელიც, როგორც ეს ხშირად ხდება, რუსული ნარატივებითა და დეზინფორმაციით დაიწყო უმცირესობებისა და ქალების წინააღმდეგ, ეთნონაციონალიზმით და ანტი-დასავლური რიტორიკით. ეს სწრაფად გადავიდა თავდასხმებში სამოქალაქო საზოგადოებაზე, “სახელმწიფოს მტრებზე”, მედიაზე და ინსტიტუტებზე, რომლებიც მთავრობას აბალანსებენ”, - განაცხადა თორნტონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი