ოლესია ვართანიანი - აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გარეშე აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში გადატვირთვა მდგრადი ვერ იქნება

აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გარეშე აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში გადატვირთვა მდგრადი ვერ იქნება, - ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე განაცხადა.

ოლესია ვართანიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის როლზეც ისაუბრა.

„არცერთი პროცესი არ იქნება წარმატებული ძლიერი გარე გარანტორის გარეშე. აშშ-ს შეუძლია ამ ვითარებაში გარკვეული როლი შეასრულოს. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები წინსვლითვის ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენს. სანქციები, რომელიც უკვე მოქმედებს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე აშკარა გავლენას ახდენს. საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის ხელშეწყობის მიზნით მათი გამოყენება სტრატეგიულად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ვართანიანმა.

მისი თქმით, „სანქციები ყველაზე მეტად ეფექტურია მაშინ, როდესაც მათთან ერთად დიპლომატიის გამოყენება ხდება“.

„ასევე, არცერთი პროცესი არ იმუშავებს, თუ ნდობის აღდგენა არ მოხდება. ბოლო ორი წელი ქართველებისთვის ძალიან რთული იყო. ათობით ადამიანი დაიჭირეს, ბევრი საკამათო კანონი მიიღეს, ბევრმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა. ნდობის პრობლემა უნდა მოგვარდეს საჯარო გამოძიების, ამნისტიის ან სხვა მექანიზმების მეშვეობით. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს პროცესი აშშ-ისთვის რთულია. ვფიქრობ, აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას მცირე არჩევანი აქვს. მის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გარეშე აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში გადატვირთვა მდგრადი ვერ იქნება, კერძოდ, თუ კრიზისის ძირეული მიზეზები არ მოგვარდება. ასეთ შემთხვევაში საქართველო ერთი პოლიტიკური კრიზისიდან მეორე კრიზისში გადავა“, - აღნიშნა ოლესია ვართანიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი