WhatsApp-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა აპლიკაციის დაბლოკვა სცადა

WhatsApp-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთმა აპლიკაციის დაბლოკვა სცადა. „დღეს რუსეთის მთავრობამ WhatsApp-ის სრულად დაბლოკვა სცადა, რათა მოსახლეობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათვალთვალო აპლიკაციაზე გადაიყვანოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება „100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი და უსაფრთხო კომუნიკაციისგან იზოლირებას ცდილობს“.

გასულ თვეში, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ WhatsApp-ის აპლიკაცია ქვეყანაში 2026 წლის ბოლომდე დაიბლოკება. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, აპლიკაცია რუსი მომხმარებლების მონაცემების ქვეყანაში შენახვაზე უარს ამბობს.

უცხოური აპლიკაციების შეზღუდვების ფონზე რუსეთის მთავრობა მოსახლეობას სამთავრობო მესენჯერის, MAX-ის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, სამშაბათს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“ გამოაცხადა, რომ რუსეთში Telegram-ის მესენჯერზე წვდომა შეიზღუდება და მიზეზად აპლიკაციის უსაფრთხოების ნაკლებობა დაასახელა. მესენჯერის რუსმა დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების ზეწოლას არ შეეგუება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს