გიორგი შარაშიძე ჰელსინკის კომისიაზე - არც რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი განცხადებებიდან და ბრიფინგებისგან და არც მათი დაკნინება შეიძლება

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების” პროპაგანდა ცდილობს, ჰელსინკის კომისიის როლი დააკნინოს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია - მე მგონი, მოულოდნელი და სიურპრიზი არ ყოფილა, რაც მოვისმინეთ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებებისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, თუმცა არც დაკნინება შეიძლება.

“ჰელსინკის კომისიას რაც შეეხება - მე მგონი, მოულოდნელი და სიურპრიზი არ ყოფილა, რაც მოვისმინეთ. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” პროპაგანდა ცდილობს, დააკნინოს ჰელსინკის კომისიის როლი, იმ ფონზე, როდესაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზეა და ძალიან შორსაა იმ ნიშნულისგან, რაზეც 4-5 წლის წინ იყო, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი შეფასება არის მნიშვნელოვანი. თუმცა არც რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი განცხადებებიდან და ბრიფინგებისგან და, რა თქმა უნდა, არც მათი დაკნინება შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოში არსებულ გაუსაძლის სიტუაციაზე, როდესაც არც ადამიანის უფლებებია დაცული და არც კანონის უზენაესობა, საუბრობენ ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიცაა ჰელსინკის კომისია,” - განაცხადა შარაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს