დიმიტრი პესკოვი - ზელენსკისთან შეხვედრის ჩატარების ადგილის შესახებ ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელია

ზელენსკისთან შეხვედრის ჩატარების ადგილის შესახებ ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელი რჩება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პუტინის პოზიცია ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ შესაძლო შეხვედრისთვის მოსკოვში არ ჩავა“.

„ეს ახალი განცხადება არ არის. ამიტომ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ტერიტორიაზე შეხვედრისთვის მზად არის, რუსეთისა და ბელარუსის გარდა.

„მზად ვართ, აშშ-ის წინადადებას მხარი დავუჭიროთ და ამერიკის, ევროპის, ნებისმიერი ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე შევხვდეთ, გარდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსისა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს