გიორგი შარაშიძე - გაცილებით სწორი ასაკობრივ ცენზზე ეტაპობრივი გადასვლა იქნებოდა, როცა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტზე შედარებით მაღალ გადასახადს, ხოლო 10+ წლოვანების მანქანებზე სრულ აკრძალვას დავაწესებდით

კობახიძის ინიციატივა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით გაუმართლებელია იმ პირობებში, როცა არ არსებობს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალური სიდუხჭირის გამო მოკლებულია არა თუ ახალი მანქანების შეძენის ფუფუნებას, არამედ ბევრად საბაზისო საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშეა – კვება, ჯანდაცვა და ა.შ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველა შეზღუდვა და აკრძალვა აზრს კარგავს იმ ქვეყანაში, „სადაც ეკონომიკური ზრდა არა ხალხზე, არამედ 25 კორუმპირებულ ოჯახზე და „ოცნებასთან“ დაახლოებულ პირთა მცირე ჯგუფზე აისახება“.

„აღარაფერს ვამბობ მორალურ მხარეზე, როცა ამ ინიციატივით გამოდის კორუმპირებული „ოცნება“, რომლის მთავრობისა და პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ძვირადღირებული, ხშირ შემთხვევაში 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების, მაღალი კლასის მანქანებით გადაადგილდება და მათი პირადი საოჯახო ავტოპარკის ჯამური ღირებულება ხშირად რამდენიმე მილიონია.

გაცილებით სწორი ასაკობრივ ცენზზე ეტაპობრივი გადასვლა იქნებოდა, როცა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტზე შედარებით მაღალ გადასახადს, ხოლო 10+ წლოვანების მანქანებზე სრულ აკრძალვას დავაწესებდით.

თუმცა, ყველა შეზღუდვა და აკრძალვა აზრს კარგავს იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდა არა ხალხზე, არამედ 25 კორუმპირებულ ოჯახზე და „ოცნებასთან“ დაახლოებულ პირთა მცირე ჯგუფზე აისახება, ვარკეთილის მეტროს ჭერი კი კვლავ შეუკეთებელია“, - წერს გიორგი შარაშიძე.

საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი