არჩილ გამზარდია - კარგი იდეის შემთხვევაშიც კი არ შეიძლება მოქალაქეებს იგნორირება გაუკეთო და უთხრა: „თქვენ ხართ არარაობები, მე ვიტყვი და მორჩა“  - აუცილებლად გადავალთ რეჟიმში, როცა სტუ და ილიაუნი უნივერსიტეტის სტატუსს დაკარგავენ

რაღაცები შესაცვლელია, მაგრამ განადგურება არ არის შეცვლა, ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ განათლების მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

არჩილ გამზარდიას განცხადებით, „კარგი რეფორმის“ იდეის შემთხვევაშიც, ხელისუფლებამ არ უნდა დააიგნოროს მოქალაქეების აზრი.

„განათლების კუთხით ასეთი ცუდი მიზნები არ ჰქონია არცერთ ხელისუფლებას. სულ რომ კარგი იდეები მოგაწოდოს ხელისუფლებამ, არ შეიძლება სრული იგნორირება გაუკეთო მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც ასწავლის, ვინც სწავლობს, ვინც დასაქმებულნი არიან და ა.შ. კარგი იდეის შემთხვევაშიც კი არ შეიძლება რომ უთხრა ყველას: თქვენ ხართ არარაობები, მე ასე ვიტყვი და მორჩა. მნიშვნელოვან რეფორმას ყოველთვის ახლავს თუნდაც პროცედურული დემოკრატია“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

არჩილ გამზარდიას თქმით, საბოლოოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის სტატუსს დაკარგავენ.

„ხელისუფლება ცრუ კომპრომისის ილუზიის შექმნაზეა ორიენტირებული. თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება თუ გამოვიდოდა, ეს იყო პროგრამა მაქსიმუმი. მათ ჯერ კიდევ მოიხსენიებენ როგორც უნივერსიტეტებს, მაგრამ თავისთავად საუნივერსიტეტო სტატუსი რომ ჰქონდეს უმაღლეს სასწავლებელს, მას მთელი რიგი მოთხოვნები აქვს. ჩვენ აუცილებლად გადავალთ იმ რეჟიმში, რომ ტექნიკური და ილიას უნივერსიტეტი უნივერსიტეტის სტატუსს დაკარგავენ. ამის შემდეგ დიდი ალბათობით ისევ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ წვრილ-წვრილი სასწავლებლების ნაცვლად გაჯერდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.

შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ", - განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო