პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომლებსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით საქართველოში აწარმოებდა - ვგულისხმობ „ლელოს“ და სხვებს, რომლებიც ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ, როგორიცაა არაბიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ფარდა აეხადა იმას, რომ ე.წ. პროევროპული ძალები მსგავსი სპეკულაციებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა დააზიანონ.
„პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომლებსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით საქართველოში აწარმოებდა. მათ შორისაა ის პარტიები, რომლებიც არიან „ალდეს“ და სხვა ასეთი ევროპული გაერთიანების წევრები - ვგულისხმობ „ლელოს“ და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ჰყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის, ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ როგორიცაა არაბიზაცია და ა.შ. რაც თავისი არსით უკვე არის ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი, თუ რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკაა, რამაც ყველაფერს ფარდა ახადა. საქართველოში ბოლო აღწერით, მოსახლეობა 3 900 000 არის, საიდანაც მხოლოდ 250 000 არის უცხოელი, ანუ 6.5%. ამ 250 000-დან 220 000 არიას ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. ეს არის რეალობა. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც ე.წ. პროევროპული ძალები სამარცხვინოდ აპელირებდნენ - იქნება ეს ირანი, თურქეთი, თუ სხვა სამეზობლო ქვეყნები, მათი წილი წულ არის 0.7% მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამით კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სპეკულაციებს. ფარდა აეხადა იმას, რომ ე.წ. პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.