ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი. ძალიან დავფიქრდებოდი, რასთან გვაქვს საქმე, თუკი იქ ვინმე არის გულწრფელი. თუკი ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები, მაშინ გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს იმის გაცნობიერება, რომ „ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს“.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს - მე მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი. ძალიან დავფიქრდებოდი, რასთან გვაქვს საქმე თუკი იქ ვინმე არის გულწრფელი, თუკი ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები, მაშინ გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს - რა არის ახალი ამაში?! ახალი არაფერია. ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზე მუშაობდა სამთავრობო კომისია. კონცეფციაში დასახელდა 7 გამოწვევა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არც ერთი ადამიანი, არც ერთ უნივერსიტეტში, არც ერთ სასწავლებელში და არც ერთ საექსპერტო წრეში, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეს 7 პრობლემა. 7 პრობლემაზე ყველა დათანხმდა. ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს, ეს უნდა გავაცნობიეროთ. მცდელობაა წარმოადგინონ, თითქოს, ყველაფერი კარგად არის. არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს რაც შეეხება, ამაზეც რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. მათ შორის ისაუბრა „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრინცზე. ეს იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არ აქვს, რომელიღაც ფაკულტეტის დეკანს, ან თანამშრომელს, რთულია ამას ვინმე შეეწინააღმდეგოს. არც არავინ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია და ისინი მიესალმებიან. ყველა მიესალმება ამ პრინციპს. შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ადგილების გამოცხადება სხვადასხვა უნივერსიტეტში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.