შალვა პაპუაშვილი - არსებული დინამიკა გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ვიზიტი მათ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ვიზიტს ოპოზიცია სპეკულაციისთვის იყენებს, რაც გასაკვირი არ არის.

„მათ [ოპოზიციონერებს] სპეკულაციები რომ ექნებათ ყველაფერთან დაკავშირებით, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს ვიგებთ ისე, როგორც პოზიტიურ სიგნალს, შევინარჩუნოთ იმედი, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის შუალედში ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ისევე, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი მის კოლეგებთან. ეს დინამიკა გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მამუკა მდინარაძეს აშშ-ში ოფიციალურ პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომაც. ის, რისი თქმაც იყო საჭირო, ყველაფერი ითქვა. მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ოფიციალურ პირებთან აშშ-ში, მის კოლეგებთან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს