ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დღეს გაჩნდა. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.