ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დღეს გაჩნდა. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.