მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა

უმაღლესი განათლების რეფორმის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო მარინ, 12 თებერვალს განათლების მინისტრმა გივი მიქენაძემ დაასახელა რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.

ამ გადაწყვეტულებით გამოცხადდა ის კვოტები, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტები 2025 წელს სტუდენტებს მიიღებენ. მანვე ასევ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება შრომის ბაზრის კვლევას.

მინისტრის მტკიცებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2025 წელს მისაღები კონტიგენტი 2000-ით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. მისივე თქმით, ამას კიდევ დაემატება დაახლოებით 10 ათასი. ასევე ითქვა, რომ წელს პირველად 19 უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლის მხარდასაჭერად 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

როგორ შეაფასებდით განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის განსაზღვრულ კვოტებს და იმ შედეგებს, სავარაუდოდ, თუ რას მოუტანს ამგვარი კვოტირება უნივერსიტეტებს?

- კვოტირების განსაზღვრა აქამდე ასეთი წესით მუშაობდა - მას შემდეგ, რაც უმაღლესი სასწავლებელი იღებდა ავტორიზაციას, იგი თავად განსაზღვრავდა თუ რამდენი სტუდენტი შეეძლო მიეღო. ეს განისაზღვრებოდა იმის მიხედვით, თუ რა საშუალებებს ფლობდა და რა ადამიანური რესურსი ჰქონდა ამა თუ იმ უნივერსიტეტს სასწავლო პროცესის საწარმოებლად.

ახლა როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა არასებული, ხაზს ვუსვამ, არასებული ბაზრის კვლევის საფუძველზე მიიღო კვოტები, ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური მანიპულაცია, რასაც საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც უნივერსიტეტებმა უნდა გააკეთონ და შეასრულონ თავიანთი ფუნქცია.

დავიწყებ იმით, რაც უკავშირდება პროფესიულ პროგრამებზე დაახლოებით 10 ათასი ახალგაზრდის მიღებას. ამას არაფერი საერთო არ აქვს უმაღლეს განათლებასთან. იმიტომ რომ პროფესიული განათლება გულისხმობს საშუალო რანგის სპეციალური პროფილის მქონე ადამიანური რესურსის მომზადებას, ხოლო უმაღლესი განათლება სხვა რამეს გულისხმობს.

ამიტომ, ეს 10 ათასი ადგილი, რომელსაც ხელისუფლება ამბობს, რომ ამატებს, უმაღლეს განათლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი მიდიან პროფესიულ სასწავლებებში და ის არ ცვლის უმაღლეს განათლებას. ეს არის ხელოვნირად გადმოგდებული სატყუარა, რომლითაც ხელისუფლება გვიმტკიცებს რომ ის ძალიან ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე.

10 ათასი ადგილი, რომელსაც ხელისუფლება ამბობს, რომ ამატებს, უმაღლეს განათლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი მიდიან პროფესიულ სასწავლებებში და ის არ ცვლის უმაღლეს განათლებას. ეს არის ხელოვნირად გადმოგდებული სატყუარა, რომლითაც ხელისუფლება გვიმტკიცებს რომ ის ძალიან ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე

რაც შეეხება კვოტირებას. მე გადავათვალიერე, დეტალური ანალიზი კვოტირების მე არ გამიკეთებია, მაგრამ, შემიძლია გითხრათ თსუ-ს მაგალითზე. გამოყოფილია ადგილები სადაც თსუ-ში ისედაც არ ივსებოდა სტუდენტების რაოდენობა, გამოყოფილ ადგილებზე მოდიოდა უფრო ნაკლები და შესაბამისად, ის ადგილები, რომელიც რჩებოდა, უნივერსიტეტებს ეძლეოდა საშუალება სადაც იყო მაღალი კონკურსი, გადაენაწილებინა ეს ინსტიტუციის შიგნით.

ჩვენ დღეს ვიცით სამინისტროს ნათქვამიდან, რომ უნივერსიტეტებში გადანაწილება აღარ იქნება, ისინი ელემენტალურად უნდა ჩაეტიონ კვოტირების იმ პრინციპში, რომელიც მათ გამოუყვეს.

რას ნიშნავს ეს? თუ მაგალითად ბიოლოგიაზე ახლა არის 150 ადგილი გამოყოფილი, პირობითად ვამბობ, თუ ჩაირიცხა ამ სპეციალობაზე 60 ადამიანი, ეს ნიშნავს იმას რომ 90 ადგილი თავისუფლდება. შესაბამისად, ამ 90 ადგილის დაფინანსება აღარ მოჰყვება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო რეალურად აი ასე შეამცირებს თავის დანახარჯებს რომ ადამიანმა მიიღოს განათლება.

რეალურად, სახელმწიფო ამცირებს თავის დანახარჯებს, რომ ადამიანმა მიიღოს განათლება

თუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ან ეკონომიურ ფაკულტეტზე ძალიან ბევრი სტუდენტი მოდიოდა, ასეთ შემთხვევაში იქ იქნება კონკურსი. თუ ბიოლოგიაზე იქნება კონკურსი, ბიოლოგიის სტუდენტებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას თუ გაცდებიან კვოტირების ზღვარს.

აქედან გამომდინარე, ეფემერული დამატებითი ადგილები რეალურად იქნება ბევრად უფრო მცირე, ვიდრე სინამდვილეში არის მათზე მოთხოვნა. უნივერსიტეტებს ერთმევათ საშუალება თავად უნივერსიტეტში, ინსტიტუციის შიგნით დააბალანსონ, გადაანაწილონ ეს სტუდენტები იმ დაფინანსების ფარგლებში, რაც მათ შეიძლება ჰქონოდათ სტუდენტების მიღების კვალობაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ მისაღები კონტიგენტი უნივერსიტეტებს მინიმუმ 12% მაინც შეუმცირდება ბუნებრივად იმის გამო რომ ბევრ სპეციალობაზე არ იქნება კონკურსი.

მისაღები კონტიგენტი უნივერსიტეტებს მინიმუმ 12% მაინც შეუმცირდება ბუნებრივად იმის გამო რომ ბევრ სპეციალობაზე არ იქნება კონკურსი

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. გამოცხადებულია სხვადასხვა ევროპულ ენებზე ფრანგულზე, ესპანურზე კვოტები, ვიდრე სინამდვილეში მოდიოდა. თუ მე გადაწყვეტილი მგონდა ინგლისურ ენაზე ჩაბარება, გამოცდებამდე 4 თვეა დარჩენილი და ვერანაირად ვერ შევძლებ ფრანგულ ენაზე გადართვას და გამოცდის ჩაბარებას. ასეთ შემთხვევაში ეს ადგილებიც თავისუფლდება.

გადანაწილების და კვოტირების პრინციპი ადასტურებს იმას, რომ არ ეყრდნობა შრომის ბაზრის არანაირ კვლევასა და ანალიზს. იმასაც არ ეყდნობა, თუ რაზეა მოთხოვნა და როგორ შეიძლება დავუკმაყოფილოთ ახალგაზრდებს განათლებაზე მოთხოვნა.

გადანაწილების და კვოტირების პრინციპი ადასტურებს იმას, რომ არ ეყრდნობა შრომის ბაზრის არანაირ კვლევასა და ანალიზს, იმასაც არ ეყდნობა, თუ რაზეა მოთხოვნა და როგორ შეიძლება დავუკმაყოფილოთ ახალგაზრდებს განათლებაზე მოთხოვნა

- ფაქტია, რომ კვოტირების შედეგად ძალიან ბევრ უნივერსიტეტებს შეექმნებათ პრობლემა. მათ შორისაა ილიაუნი.

ილიაუნის უნივერსიტეტში ისეთი სპეციალობებია დატოვებული, რაც ამ უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს. ახლა ბევრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ილიაუნი იყო.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი სამიზნე ილიაუნი იყო?

- ილიაუნი არის ერთი მაგალითი, რომლის მიმართაც ეს რეპრესიული რეფორმა ყველაზე ინტენსიურად ამუშავდა.

განათლების ამ რეფორმის სამიზნე გახლავთ მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემა, ამ სისტემის სრულად მოშლაა მიზანი. ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევითა და უმაღლეს განათლებაში ჩართული სტუდენტების ჩართულობის შემცირებით. ეს კი ნამდვილად არ ჩაითვლება წარმატებულ ნაბიჯად არც ერთი ქვეყნისათვის და არც ერთი ხელისუფლებისათვის.

ილიაუნი 90%-ით პრაქტიკულად არის გაუქმებული. ის რაც თქვეს, რომ ილიაუნს უნარჩუნდება, აკრედიტირებული საერთაშორისო პროგრამები, რომელზეც მილენიუმის ფული დაიხარჯა და დაიხარჯა სამ უნივერსიტეტში.

განათლების ამ რეფორმის სამიზნე გახლავთ მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემა, ამ სისტემის სრულად მოშლაა მიზანი. ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევითა და უმაღლეს განათლებაში ჩართული სტუდენტების ჩართულობის შემცირებით. ეს კი ნამდვილად არ ჩაითვლება წარმატებულ ნაბიჯად არც ერთი ქვეყნისათვის და არც ერთი ხელისუფლებისათვის

ის პროგრამები განვითარდება მხოლოდ იმის გამო, ე.წ. სტემი - მეცნიერება, ტექნოლოგიები, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია უნდა გაძლიერებულიყო. ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებდნენ კომპიუტერელ ტექნოლოგიებს, ეს სწავლება მოითხოვს გარკვეული სხვა დარგების სწავლებასაც. თუ ამ დარგებზე არ გვეყოლება სტუდენტები, შესაბამისად არ გვეყოლება პროფესურაც, რომელიც არის დაკავებული ამის სწავლებით. ისინი ასწავლიდნენ ქიმიას, ბიოლოგიას ვისაც ეს აინტერესებდათ.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს პროფესურა? თუ არ გვეყოლება სტუდენტები, არ იქნება შემოსავალი ბიუჯეტში. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ვგულიხმობ. უნივერსიტეტს თუ არ ექნა საშუალება ჰყავდეს პროფესორები და ჰყავდეს მოწვეული ლექტორები, ეს სწავლების ხარისხზეც აისახება. თუ ასე გაგრძელდა მოპოვებული საერთაშორისო აკრედიტაციებიც ვერ განხორციელდება.

უნივერსიტეტს თუ არ ექნა საშუალება ჰყავდეს პროფესორები და ჰყავდეს მოწვეული ლექტორები, ეს სწავლების ხარისხზეც აისახება. თუ ასე გაგრძელდა მოპოვებული საერთაშორისო აკრედიტაციებიც ვერ განხორციელდება

- ბევრი თვლის რომ ილიაუნი პოლიტიკაში აქტიურობის გამო ისჯება. მაგრამ, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მხედველობაში მაქვს ილიაუნის პროფესურისა და სტუდენტების პოლიტიკური აქტიურობა, მაშინ გაუგებარია ის რაც სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მოხდა.

სოხუმის უნივერსიტეტი პრაქტიკულად გაუქმებულია. მხოლოდ ქართულ და აფხაზურ ფილოლოგიაზე იქნება მიღება და აგრარულ ფაკულტეტზე, რომელიც არც კი ვიცოდით აქამდე თუ ამ უნივერსიტეტში არსებობდა.

არადა, სოხუმის უნივერსიტეტი პოლიტიკური თვალსაზრისით არასდროს არ აქტიურობდა და ხელისუფლების მხარდამჭერადაც კი მოიაზრებოდა. ამ თემაზე რა შეიძლება ითქვას?

- ამ თემაზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. როგორც კი დაიწყო ეს რეფორმა პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, მე ვამბობდი - ყურადღება უნდა მივაქცთ იმას, რომ სოხუმის უნივერსიტეტი არ არის თბილისის უნივერსიტეტი. სოხუმის უნივერსიტეტი არის აფხაზეთის რეპრეზიტენტაცია, ის არის საქართველოში დროებით დევნილობაში, ამიტომ სოხუმის უნივერსიტეტს არ უნდა გაუჩერდეს არც ერთი პროგრამა.

როდესაც სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმებით ქვეყანა უგულვებელყოფს იმას, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, ფაქტიურად, ამით ხელისუფლება ადასტურებს იმას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებულია მის მიერ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც ამ რეფორმას მოჰყვება თან

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ილიაუნის მიმართ შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტის მიმართ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რეალურად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

როდესაც სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმებით ქვეყანა უგულვებელყოფს იმას, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, ფაქტირად, ამით ხელისუფლება ადასტურებს იმას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებულია მის მიერ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც ამ რეფორმას მოჰყვება თან.

- უმაღლესი განათლების რეფორმა ხორციელდება პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.

შეგიძლიათ დაასახელოთ ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლების რეფორმა პრინციპით „ერთი ქაალქი, ერთი ფაკულტეტი“ განხორციელდა? თუ კი განხორციელებული რეფორმა წარმატებული იყო?

- პრინციპი - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, მე რაც ვიცი, არსად არ არსებობს. ასეთი რამ დანერგილი და გატარებული არსად არ ყოფილა.

ესპანეთში, სალამანკას უნივერსიტეტი დაარსებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ. ისინი თვლიან რომ მათ სჭირდებათ მომზადებული კადრები. ზუსტად 50 წელიწადში იგივე ქალაქში არსდება კათოლიკური უნივერსიტეტი. სალამანკის უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტი არ იყო. ეს გადაწყვეტილენა პაპმა მიიღო. ეს ხდება მე-15 საუკუნეში. ერთ ქალაქში არსებობს ორი უნივერსიტეტი საჭიროების და შესაბამისად.

პრემიერმა თქვა, რომ თურმე ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ რომ გვაქვს ჰარვარდის, კენბრიჯასა და ოქსფორდის უნივერსიტეტები. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. შარშან გახლდით ჰარვარდში ამ წუთას ერთმანეთისგან დაახლოებით 800 მეტრით არიან დაშორებული ემაითისა და ჰარვარდის უნივერსიტეტები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოსტონისა და კემბრიჯის გარშემო დახლოებით 50-მდე უნივერსიტეტია.

იდეას „ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტი“, არაფერი საერთო არ აქვს განათლებასთან. საუბარია იმაზე თუ რა პოლიტიკაც ხორციელდება, ხელისუფლებას უნდა გაამართლოს უნივერსეტეტისაგან ქონების ჩამორთმევა და ამ პრინციპზე მსჯელობით უნდა ამ ყველაფრის გამართლება.

შარშან გახლდით ჰარვარდში ამ წუთას ერთმანეთისგან დაახლოებით 800 მეტრით არიან დაშორებული ემაითისა და ჰარვარდის უნივერსიტეტები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოსტონისა და კემბრიჯის გარშემო დახლოებით 50-მდე უნივერსიტეტია. იდეას „ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტი“, არაფერი საერთო არ აქვს განათლებასთან

უზუფრუქტის წესით, ფაქტობრივად მუდმივ მფლობელობაში, მაგრამ, თუ სახელმწიფოს მოუნდა, შეუძლია ამ ქონების უკან დაბრუნება. აი ამისთვისაა მოფიქრებული პრინციპი - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“. ამას განათლების რეფორმასთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს არის უნივერსიტეტების ქონების უკან დაბრუნებისათვის გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მცდელობა, რომელიც ხორციელდება უმაღლესი განათლების დაზიანებითა და ამვე სისტემის ჩამოშლით მოქმედი ხელისუფლებისა და მისი პრემიერ მიერ.

- ილიანუნის რექტორი ქალბატონი ნინო დობორჯგინიზე აცხადებს - „გადაწყვეტილებების მიმღებები საკონსტიტუციო სივრციდან გავიდნენ და უკრძალავენ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტებს აწარმოონ კვლევები და ჰქონდეთ პროგრამები“.

ვხედავთ, რომ ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებაში შეუვალია. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცება?

და კიდევ, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტებისთვის კვოტირება უკვე გამოცხადებულია, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითადეს პროცესები?

- დიახ, ასეა ნამდვილად. იმიტომ რომ როდესაც მთავრობა იძლევა მხოლოდ სტუდენტების სწავლების ფულს და ის არაფერს დებს მეცნიერებაში, სადოქტორო პროგრამებზე საერთოდ არაფერს არ ვამბობ, ეს თემა საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან. მაგისტრატურა, რომელიც მცირდება ერთი წლით, რომლის დაკვეთაა მინიმალურად ჰქონდეს მკვლევრებს კომპეტენციები. ეს ხდება ვითარებაში, როცა ხელისუფლება ამცირებს სტუდენთა რაოდენობას, რითაც განათლებაში ნაკლები ფული დაიხარჯება.

ფაქტობრივად, რეალურად არ იქმნება საშუალება იმისათვის რომ გნებავთ სწავლება, გნებავთ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საქართველოში განვითარდეს. ეს არის ფაქტობრივად, ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობა საქართველოს მასშტაბით.

ფაქტობრივად, რეალურად არ იქმნება საშუალება იმისათვის რომ გნებავთ სწავლება, გნებავთ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საქართველოში განვითარდეს. ეს არის ფაქტობრივად, ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობა საქართველოს მასშტაბით

ხელისუფლება ყველაფერში შეუვალია. ხელისუფლებას აქვს განცდა რომ ის ფლობს ჭეშმარიტებას. 2024 წლის ოქტომბრიდან ხელისუფლება არ იმჩნევს მოსახლეობის 46%-ის განსხვავებულ აზრს. ხელისუფლებამ ბევრი მიმართულებით დაარღვია კონსტიტუცია, მათ შორის განათლების მიღების უფლების მიმართულებითაც.

კონსტიტუციის 27-ე მუხლი, განსაკუთრებით მესამე პუნქტი ცხადად ამბობს რომ უნივერსიტეტებს აქვთ ავტონომია და აკადემიური თავისუფლება არის დაცული.

ჩვენს შემთხვევაში არც ერთი და არც მეორე უკვე აღარ არის დაცული, ამიტომ უნივერსიტეტებს რჩებათ ერთ ერთი რამ გააპროტესტონ, შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, ხელისუფლების მიერ მათი უფლებების დარღვევისათვის.

მართალია, რა გადაწყვეტილებებს გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს საერთოდ მეორე თემაა, აქვთ კი მათ გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის უფლება. მაგრამ, მათ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს დარჩება როგორც პრეცედენტი, როდესაც საზოგადოება, როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი, მოითხოვს კონსტიტუციის დაცვას მოქმედი ხელისუფლებისაგან,

ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება არ არის ის, რაზეც აცხადებს პრეტენზიას, არადა, მისი ძირითადი ფუნქცია არის ჩვენი კონსტიტუციის დაცვა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა