სალომე ზურაბიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე - არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე - არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რეალურად, ეს ყველაფერი ეძღვნება იმას, რომ პოლიტიკური, ერთპარტიული კონტროლი დაწესდეს მთლიანად პროფესორებზე, პროგრამებსა და წიგნებზე.

„არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! ეს ხომ არის პირდაპირი ნიშანი, რომ ცალ-ცალკე ეხებიან სხვადასხვა დარგს, სექტორს. სხვას გონია, რომ მე გადავრჩი, რა კარგია, შეიძლება გავჩუმდეო, მაგრამ... როგორ მოქმედებდა საბჭოთა სისტემა? პირდაპირ ეს არის: როდესაც აკაკუნებდნენ ვიღაცის კარებთან, მაშინ მეზობელი ფიქრობდა, მე გადავრჩიო და ჩუმად იყო, შემდეგ მას მიადგნენ. ეს არის რაც ვრცელდება დღეს უნივერსიტეტებზე. ხვალ რომელიმე დარგზე [გავრცელდება], ბაზრობაზე, მარკეტებზე, ექიმებზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი