სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე: ელოდება თუ არა მის დაპატიმრებას - მე არ ვარ ახალი ცვლილებების მთავარი ობიექტი, ეს არ ეხება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, ეხება ყველას - არსად წასვლას არ ვაპირებ, რატომ უნდა წავიდე?

მეგონა, ჩვენთვის მთავარი იყო გვემუშავა, რომ არავის ეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა, როგორც ჩანს, მათთვის პრიორიტეტი შეიცვალა და დღეს გახდა: „მაღიარეთ, მაღიარეთ“ - სალომე ზურაბიშვილს არ ეხება ეს კანონი, ეს ეხება ყველას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა მის დაპატიმრებას, თუ ძალაში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვებსაც საჯაროდ მოუწოდებს მსგავსი ქმედებისკენ.

„მე ასე არ დავსვამდი კითხვას, ვერავინ იტყვის ამას, ამის პასუხი არ არსებობს. რეალურად, ეს მიმართულია არამარტო მხოლოდ ჩემკენ, უფრო მიმართულია სხვებისკენ, კერძოდ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, გაერთიანებამ არ დააყენოს კითხვის ქვეშ მათი ლეგიტიმურობა. ეს რატომ აღელვებთ ამდენად?! ჩემზე ამბობენ გიჟი არის და რაღაც... ძალით აღიარების მხოლოდ რამდენიმე მაგალითი ვიცი:

პირველი: ეშმაკი ეუბნება ქრისტეს, მაღიარეო.

მეორე: ისლამური იმპერიები თხოვდნენ ჩვენს წმინდანებს გვაღიარეთ, შეიცვალეთ რჯულიო.

მესამე არის: საბჭოთა პერიოდი, როდესაც ყველას თხოვდნენ ხელი მოეწერათ აღიარებაზე. დაგიჭერდნენ, გაგასამართლებდნენ, მთავარი იყო აღიარებაზე ხელის მოწერა.

მეგონა, ჩვენთვის მთავარი იყო გვემუშავა, რომ არავის არ ეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც ჩანს, მათთვის პრიორიტეტი შეიცვალა, დღეს გახდა: „მაღიარეთ, მაღიარეთ“.

მე არ ვარ მთავარი ობიექტი. ყველამ რომ თქვას ლეგიტიმურია პარლამენტი, ხელისუფლება, მე რა?! ერთი ადამიანი ვარ, რომელიც არაფერ ცვლის. სხვებისგან, ოპოზიციური პარტიებისგან, საზოგადოებისგან სჭირდებათ [აღიარება]. სალომე ზურაბიშვილს არ ეხება ეს კანონი, ეს ეხება ყველას. გვახსოვს შემდეგ მიღებული კანონი ბიზნესზე, რომ არავის დაეხმაროთ...მათი მთავარი ინსტრუმენტია, ჰქონდეთ იმდენი კანონი, რამდენიც საჭიროა, რომ ყველას თავზე ჩამოკიდებული იყოს დამოკლეს მახვილი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა: „მე არსად არ ვაპირებ წასვლას, რატომ უნდა წავიდე“.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, სალომე ზურაბიშვილმა შეაფასა ის ფაქტი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, ერთი მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ამჟამად გერმანიაში მცხოვრები გიორგი გახარია მონაწილეობენ.

„ამ წელს არ იყო იმის საშუალება, რაც მე მიმაჩნია აუცილებლობად, რომ უნდა გამოვსულიყავი ერთ-ერთ პანელზე. მე არ გამიგია, რომ ბოჭორიშვილს და გახარიაზე, რომ რომელიმე პანელში მონაწილეობენ. ისე დასწრება ბევრს შეუძლია. მნიშვნელოვანია სად ხარ და რამდენად შეგიძლია იქაური ტრიბუნა გამოიყენო“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც შეაფასა.

„რეალურად არ მაქვს ინფორმაცია ვიზიტებზე, თუმცა, შესამჩნევია ის, რომ ჩვენი პარტნიორებისგან- ევროკავშირისა და ამერიკისგან არის სურვილი ბოლომდე არ გაწყდეს ყველა კავშირი. ევროკავშირმა დიდი ხნით გადადო ის აზრი, რომ შეიძლებოდა საზოგადოებისთვის ვიზების შეწყვეტა, ესეც იქიდან გამომდინარეობს, რომ არ არის სურვილი დღეს გადასცენ საქართველო, რუსეთმა ინავარდოს აქ. იმიტომ, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანია. დარსალიას ვიზიტი და სუს-ის ხელმძღვანელის შეხვედრა მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამ დარგში, რაც არის უსაფრთხოება, ამერიკელებს ინტერესი რჩებათ იცოდნენ, რა ხდება აქ, არ მიუშვან ბოლომდე რუსი სპეცსამსახურები, რომ აქ თავისუფლად იმოქმედონ. ალბათ, რაღაცის შენარჩუნებას ცდილობენ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა