შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერი არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს - როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ელჩი პაპუაშვილის ასაკსა და "გერმანულ ანაზღაურებაზე" საუბრობს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს“.

„სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ. ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30 - წლიანი სანიმუშო პარტნიორობა 3 წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია. ესეც გაივლის“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერის თქმით, შალვა პაპუაშვილი 48 წლისაა, საიდანაც ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე. მისი თქმით, პაპუაშვილი გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლების სტიპენდიით სწავლობდა, შემდეგ კი 17 წელი გაატარა გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტოსთან, რომლის პროექტები ასევე გერმანიის მიერაა დაფინანსებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი