გოჩა ღვინეფაძე - დუმბაძის სინდრომი მეწყება - ყველაფერს რომ გადაიხდი, დღგ-საც გადაიხდი, სახლში მიხვალ, ცოლ-შვილი გეტყვის: რა მოიტანე და ვაი, მოგიკვდეთ მამაო - რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და ალუბლის წვენის ქარხანაო, ამ დონეზე ვარ მისული

დღევანდელი გათვლებით, ჩვენი პროდუქციის ფასს 185% ემატება და ეს 85% საიდან მოიტანეთ ვერ გავიგე – ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება, ამას ფასის წარმოქმნა არ ჰქვია! - ეს განცხადება პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომპანია „ალალის“ წარმომადგენელმა გოჩა ღვინეფაძემ გააკეთა.

ღვინეფაძემ მარკეტებში პროდუქტის დახლზე განთავსების პირობებზე ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ ყალიბდება მის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაყიდი ფასი მარკეტებში.

როგორც ღვინეფაძემ განაცხადა, გადასახადია “ქეშბექების“ სისტემა. მისივე თქმით, ეროვნული წარმოების პროდუქცია ქართულ მარკეტებში დახლზე უპრობლემოდ უნდა შევიდეს და ამას კანონმდებლობაში ცვლილება სჭირდება

ღვინეფაძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ დღგ-ს გადახდის ერთი დღით დაგვიანების შედეგად, კომპანია ჯარიმდება, წარმოება ჩერდება, სახელმწიფო ადებს ყადაღასა და ინკასოს.

ღვინეფაძემ დღეს ისიც აღნიშნა, რომ მის ქარხანაში თავის დროზე ნამყოფი არიან გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე უსაუბრია გელა სამხარაულთან და პრობლემა ყველასთან დეტალებში აქვს გავლილი.

„ჩვენ ქართულ ბაზარზე ბრენდი “ალალის“ სახელით ვოპერირებთ. ვართ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანია. პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ფერმერებისგან ვიბარებთ, რასაც ვამუშავებთ და მომხმარებელს წვენის სახით ვაწვდით. მონაწილეობა მიღებული გვაქვს პროექტებში “აწარმოე საქართველო“, დახმარებები მიღებული გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ჩვენი პროდუქციის 85%-90%, რასაც ქართულ ბაზარზე ვყიდით, ქსელურ მარკეტებში იყიდება, ხოლო 10% - ჰორეკა სექტოში.

ჩვენთან როგორც ფასი წარმოიქმნება, ამას ფასის წარმოქმნა არ ჰქვია. ქსელში რაღაც X ფასით შევდივართ. რასაც ჩვენ “ქეშბექს“ ვეძახით, ეს ერთი კომპონენტი არ არის. “ქეშბექი“ ციფრების მთელი ერთობლიობისგან შედგება. პირველი ეს არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში 20.5%-ია. 20.5% არის ფიქსირებული „ქეშბექი“. ამას მარკეტინგის გადასახადი მოსდევს - 15%. შემდეგ ლოიალობის 1% მოდის. შემდეგ მოდის ციფრული მომსახურების 1%. შემდეგ არის 7.5%-იანი ლოჯისტიკის ხარჯი. ჯამში, ეს არის 45%, ფასნამატის გარდა.

ამაში არ შედის თაროზე განთავსების გადასახადი, შესვლის გადასახადი მარკეტების მიხედვით, არ შედის პალიტის გადასახადი. ტრანსპორტირებითაც ადგილამდე ჩვენ მიგვაქვს. შემდეგ მოდის ჩვენი მთავრობის საწყალი დღგ-ს გადასახადი.

ჩვენი დღევანდელი გათვლებით, პროდუქტზე ჩვენს ფასს 185% ემატება - საიდან მოიტანეთ ეს 85% ვერ გავიგე!

დადებული კონტაქტის პირობებს მარკეტები განსაზღვრავენ. რაც შეეხება დადებული კონტრაქტების პირობებს, რასაც ხელი ეწერება, კონტრაქტი არ ჰქვია, რადგან ძალაუნებურად ეთანხმები იმას, რაც მასში წერია - გინდა შედიხარ, გინდა არა!

დუმბაძის სინდრომი მეწყება: - ამ ყველაფერს რომ გადაიხდი, დღგ-საც რომ გადაიხდი, სახლში რომ მიხვალ, ცოლ-შვილი რომ გეტყვის: რა მოიტანე და ვაი მოგიკვდეთ მამაო - რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და ალუბლის წვენის ქარხანაო! - აი ამ დონეზე ვარ მისული. გასაღები იქ არის და დავადებ კლიტეს“, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

კომისიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ღვინეფაძეს მადლობა გადაუხადა. როგორც წილოსანმა განაცხადა, მან პარლამენტის კომისიას ფასდაუდებელი ინფორმაცია მიაწოდა და დასახელებული ციფრი “ნეგატიურად შთამბეჭდავია“ იყო.

პარლამენტის დროებითი კომისია ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელ კომპანიებს უსმენს. განხილვის თემაა პროდუქციაზე ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხები.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს